Thursday, November 6, 2014

საშინაო დავალება
სასწავლოს პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით
1) პროექტის სახელწოდება - ალბათობის თეორიის გამოყენება.
2) პროექტის მთავარი იდეა - აქტუალურია პროექტზე დაფუძნებული სწავლა - ეს არის მიდგომა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავცდეთ გაკვეთილის ჩარჩოში ჩასმულ მასწავლებელზე ორიენტირებულ აქტივობებს და შევთაზავოთ მოსწავლეებს უფრო გრძელვადიანი სასწავლო საქმიანობა, რომელიც რეალურ ცხოვრებისეულ საკითხებსა და პრობლემებს ეხება.
3) პროექტის აქტუალობა - პროექტი აქტუალურია იმდენად რამდენადაც პირდაპირ უკავშირდება მათემატიკისა და ბიოლოგიის საგანმანათლებლო სტანდარტსა და შინაარს.
4) პროექტის მიზნები - მოსწავლეები მიხვდებიან თუ რაში გამოიყენება ალბათობის თეორია მედიცინაში.
5) მოსწავლეთა ასაკი - 14-15 წელი.
6) ვადები/ხანგრძლივობა - ორი თვე
7) მოსალოდნელი შედეგები - მოსწავლეები მიიღებენ კლასგარეშე ცოდნას ცხოვრებისეულ ასპექტში. განუვითარდებათ თანამშრომლობითი უნარი, კრიტიკული აზროვნება, ურთიერთპატივისცემისა და მოსმენის უნარი და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
8) პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები - თემის მასალა, ლიტერატურა, აუდიო ან ვიდეო მასალები, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება და გარეთ გასვლა ექსკურსიებზე.
9) პროექტის მსვლელობა - ჯგუფში მოვალეობების გადაწილება, ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტული საქმიანობის შედეგებზე, ვინ არიან შემსრულებლები, ვინ რას და როდის აკეთებს.
10) საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი - კავშირი მათემატიკასთან და ბიოლოგიასთან.
11) პროექტის ხელმძღვანელი - გიული ბურდული.
12) ხელმძღვანელის ელ-ფოსტა - giuliburduli53@gmail.com
13) პროექტის ვებ-გვერდი, ბლოგი - http://giuliburduli.blogspot.com/


No comments:

Post a Comment