Thursday, November 6, 2014

პროექტი ალბათობის თეორიაში
საშინაო დავალება
სასწავლოს პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით
1) პროექტის სახელწოდება - ალბათობის თეორიის გამოყენება.
2) პროექტის მთავარი იდეა - აქტუალურია პროექტზე დაფუძნებული სწავლა - ეს არის მიდგომა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავცდეთ გაკვეთილის ჩარჩოში ჩასმულ მასწავლებელზე ორიენტირებულ აქტივობებს და შევთაზავოთ მოსწავლეებს უფრო გრძელვადიანი სასწავლო საქმიანობა, რომელიც რეალურ ცხოვრებისეულ საკითხებსა და პრობლემებს ეხება.
3) პროექტის აქტუალობა - პროექტი აქტუალურია იმდენად რამდენადაც პირდაპირ უკავშირდება მათემატიკისა და ბიოლოგიის საგანმანათლებლო სტანდარტსა და შინაარს.
4) პროექტის მიზნები - მოსწავლეები მიხვდებიან თუ რაში გამოიყენება ალბათობის თეორია მედიცინაში.
5) მოსწავლეთა ასაკი - 14-15 წელი.
6) ვადები/ხანგრძლივობა - ორი თვე
7) მოსალოდნელი შედეგები - მოსწავლეები მიიღებენ კლასგარეშე ცოდნას ცხოვრებისეულ ასპექტში. განუვითარდებათ თანამშრომლობითი უნარი, კრიტიკული აზროვნება, ურთიერთპატივისცემისა და მოსმენის უნარი და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
8) პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები - თემის მასალა, ლიტერატურა, აუდიო ან ვიდეო მასალები, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება და გარეთ გასვლა ექსკურსიებზე.
9) პროექტის მსვლელობა - ჯგუფში მოვალეობების გადაწილება, ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტული საქმიანობის შედეგებზე, ვინ არიან შემსრულებლები, ვინ რას და როდის აკეთებს.
10) საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი - კავშირი მათემატიკასთან და ბიოლოგიასთან.
11) პროექტის ხელმძღვანელი - გიული ბურდული.
12) ხელმძღვანელის ელ-ფოსტა - giuliburduli53@gmail.com
13) პროექტის ვებ-გვერდი, ბლოგი - http://giuliburduli.blogspot.com/


გაკვეთილის  გეგმა
გაკვეთილის მთავარი
თემა
მრავალკუთხედის ორთოგონალური გემილის ფართობი
პრიზმის ზედაპირის ფართობი
პირამიდის ზედაპირის ფართობი
მართკუთხა პარალელეპიპედის ფართობი
პირამიდის მოცულობა
ცილინდრის ზედაპირის ფართობი
კონუსის გვერდითი ზედაპირის ფართობი
საგანი
მათემატიკა
მასწავლებელი
გიული ბურდული
სწავლების საფეხური
მე-12 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში 28 მოსწავლეა.  განსაკუთრებული საჭიროების  მქონე მოსწავლე
არ არის
გაკვეთილის
მნიშვნელობა/ აქტუალობა
გამოიყენებს ამოცანების  ამოხსნისას.პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას.
განუვითარდება თანამშრომლობითი უნარი,ეცოდინება ფაქტები.
გაკვეთილის მიზნები
და შედეგები

მოსწავლეს  შეუძლია ფიგურების ან მათი ელემენტების ზომების პოვნა/ შეფასება და მათი გამოყენება პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას.
. პოულობს სივრცული ფიგურის მოცულობას
. იყენებს სივრცული ფიგურის ზომებს შორის ფუნქციურ დამოკიდებულებას
ოპტიმიზაციის ზოგიერთი პრობლემის გადასაჭრელად (მათ შორის რეალური
ვითარების   შესაბამის ამოცანებში მაგ.ცილინდრული ფორმის ღია კონსერვის
ყუთის დამზადებაზე იხარჯება  გარკვეული ფართობის მასალა.როგორი უნდა იყოს ყუთის წრფივი ზომები, რომ მისი მოცულობა უდიდესი იყოს.
.იყენებს ვექტორებს გეომეტრიული დებულებების დასამტკიცებლად და ზომების დასადგენად.
.იყენებს ფიგურის ზომებს და მათ შორის კავშირებს გეომეტრიული
ალბმათობის დასადგენად.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეები უკვე იცნობენ მართკუთხა პარალელეპიპედს, კონუსს, ცილინდრს, პირამიდას. მათ შეუძლიათ ამოიცნონ ამ ფიგურების მოდელები.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, ცარცი, დაფა, სახაზავი, კომპიუტერი.
შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასების რუბრიკა, განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

აქტივობა
მეთოდი
ორგანიზების ფორმა
დრო
I
შინაარსთან დაკავშირებული წინარე ცოდნისა და გამოცდილების გააქტიურება
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
5 წთ.
II
სასწავლო მასალის გაცნობა, ახალი ცოდნის კონსტრუირება
ჯიქსოუს მეთოდი
მთელი კლასი
25 წთ.
III
მთავარი იდეების შეჯამება
დაკარგული სიტყვები
წყვილებში
15 წთ.